კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

სად მომხდარა, რომ ყორანი

გამხდარიყო ფრთაქათქათა?

ქურდს ქურდობა მოეშალა,

თუ ის მართლა ქურდსა ჰგავდა?

ყოფილიყო ცოლი მშვიდი,

საჭურისი - გმირთაგმირი?

მეფეს მონა ჰყვარებოდა

მართალი და პირდაპირი?


                * * * * *


მართ ოდენ მაშინ დაძარი სიტყვა,

როდესაც დუმილს სჯობს ლაპარაკი,

როცა იცი, რომ დატოვებს კვალსა,

როგორც ტილოზე - კარგი ნაქარგი.


                   * * * * *


ქალი და კაცი, ხანჯალი, სიტყვა,

მეცნიერება, ჩანგი, მერანი,

ან დაგვღუპავენ, ან ბედსა გვწევენ -

პატრონის ნებით ვლიან ყველანი.

 
                   * * * * *


უმიზეზოდ მტრობა ვისა სმენია!

ძმობა - შვება, მტრობა - ავი სენია.

ბრძენს არ უყვარს უსარგებლო ქიშპობა,

მეგობრობით ბოროტება ისპობა.


                   * * * * *


მეგობრების სასიკეთოდ და ორგულთა საზიანოდ

იმუშავებს მუდამ ბრძენი, გაუწყდება ვიდრე ქანცი;

და ვინც მხოლოდ მუცელს ივსებს, ეშმაკების საზიაროდ,

ვინც იხვეჭს და სხვას არ არგებს - პირუტყვია, განა კაცი?


                   * * * * *


თუ გზად ვინმე ვარდებს გიფენს,

გაძლევს აღთქმას სანეტაროს,

უმიზეზოდ ზრუნვით გმოსავს

- ფრთხილად, ხიფათს არ შეგყაროს!


                  * * * * *


სპეტაკს ვერ ავნებს სიავე,

ვერც ჭორის ნისლით შებურავთ.

ცეცხლში არ იწვის ნიჟარა -

თეთრია უწინდებურად.


                 * * * * *


კაცის ზნე და ხასიათი - ოქროა თუ ეკლებია -

ნირი, წესი, ჩვეულება - ყველა აღზრდის შედეგია.

მსგავსი თემები