ცეკვავდით ჩემთან... თავს იკლავდნენ სტვენით ჩიტები და სასოებით მიბნედილი მახსოვს გრაცია, აკლდა შტრაუსი და შეხება აკლდა თითებით შორეულ სიზმრის უკანასკნელ დეკორაციას...
სულის ფსკერზე დაღლილი ვარდი, თქვენ - მარტოობის მძიმე ბოხჩა თავსასთუმალად... ...მე ახლაც ისე, ისე მინდა დავმალო დარდი... თქვენ, ალბათ, ასე გულმოდგინედ ასაკს თუ მალავთ... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |