მთარგმნელი: გრიგოლ აბაშიძე
ჩიტი რომ ვიყო, ღრუბლის ქარავანს არ დავტოვებდი, მას ვდევდი მარტო. ვაგლახ, მხატვარი რატომ არა ვარ, რომ მხოლოდ თეთრი ღრუბლები ვხატო.
თრთოლვით აღვუვლენ მაღლა ღაღადისს, მიდიან, წინ აქვთ გზა რამოდენა, მე გზას ვულოცავ ჩუმად: "ნახვამდის!"
ზოგნი ჯგუფ-ჯგუფად, ზანტად მიდიან და მე არ დამრჩა გრძნობა და ფიქრი, რომელიც მათთვის არ გამინდვია.
მძინარენიც ბევრჯერ მიინახავს წინათ, ლოყები უჩანთ მწუხრში ფუნჩულა და სძინავთ, როგორც ჩვილ ბავშვებს სძინავთ.
წამოქოჩრილი წვიმის წვეთებით, როგორც მხედარი ყალყზე ამდგარი, ქარს რომ ხვდებიან გმირულ კვეთებით.
ალმოდებული მთვარის ამოსვლით, ვით მომაკვდავ ძმას, მთვარეს სისხლიანს უთევენ თეთრი ტანისამოსით.
ჩემი სარკმლიდან მათ გავეცანი, მე შემიყვარდა მაათი სიმკაცრე, მათი სინაზე და კაეშანი.
ლტოლვა მათდამი, ტრფობა გულწრფელი, რომ ჩემი გულიც იცვლება მათებრ და მაინც რჩება მარად უცვლელი.
ცრემლების წვიმა რისხვად ასველებს, და თვალი ჩემი, რისხვა რომ ანთებს ღრუბლებს ჰგავს, ელვით გადანასერებს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |