მთარგმნელი: გრიგოლ აბაშიძე
აი, ჩემი სამშობლო, ეს ალფელდის ტრამალი, სადაც ჩემი ოცნება აფრენილა ფრთამალი. სადაც მიწას ატყვია ჩემი ნატერფალები ბავშვობის მოგონებას აქ ვერ დავემალები. „ფრინდი, ფრინდი, მარია, ხვალ თუ კარგი დარია“.
ახლა კაცი ვბრუნდები, ბედმა სად არ მატარა! ოცი წელი გავიდა სიხარულის, ნაღველის, ოც წელს არა ვყოფილვარ ამ მიდამოს მნახველი. „ფრინდი, ფრინდი, მარია, ხვალ თუ კარგი დარია“.
ჩემთან შესაგებებლად, რად არ გამოიჭრებით! აღარ გვითამაშია, რაც დაგშორდით მას აქით, მოდით, ისევ ვიცელქოთ, დავივიწყოთ ასაკი. „ფრინდი, ფრინდი, მარია, ხვალ თუ კარგი დარია“.
ფრენენ ჩემი ფიქრებიც, რომელს გავეკიდები?! როგორც მინდვრის ყვავილებს თავს ეხვევა ფუტკარი, მოგონება მეხვევა სხვისი და საკუთარი. „ფრინდი, ფრინდი, მარია, ხვალ თუ კარგი დარია“.
ტირიფის ჯოხს მოვახტი, გავაქროლე მერანი, მიჰქრის ცხენი, არა აქვს, არც ფაფარი, არც ძუა, წყლის დალევა მოუნდა გახურებულ აჩუას. „ფრინდი, ფრინდი, მარია, ხვალ თუ კარგი დარია“.
მომყავს ცხენი დაღლილი, ცხენოსანიც დაღლილა. ძიძა მუხლზე დამისვამს, ლექსი იცის რამდენი! ძილისპირულს დამმღერის ჩემი კარგი გამდელი. „ფრინდი, ფრინდი, მარია, ხვალ თუ კარგი დარია“. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |