გული ნაღვლიან ფიქრებს შეება და სათითაოდ ითვლის იარებს... ახალგაზრდობის ტკბილმა დღეებმა, როგორც მერცხლებმა, გადაიარეს.
გაზაფხულივით მოაქვს ხალისი... თუმცა ვინ იცის, იქნებ ელიან კიდევ ტანჯვები უმწვერვალესი.
ახალი ქვეყნის მზე და ჰაერი... ეხლა ჩნდებიან სხვა იმედები და მეც მეძახის გზა სხვანაირი.
სულში ირხევა ვარდის ღერები... და საუკუნის ატეხილ გრიგალს ვხვდები ლოცვებით და სიმღერებით.
შემოღამება, შიში, ეჭვები... ვხედავ, აბჟანდებს სწყვეტავს სტიქია და მეც მოვარდნილ ქარში ვეშვები.
თან მიმაქვს გული ნაალერსები, დეე გრიგალში რეკდეს ზარივით: ჩემი ბიჭობა, შნო და ლექსები. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |