კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ძმაო, მგოსნობა რის მაქნისია,

ლუკმის ძებნაში დღე იკარგება.

ზოგი ასაღებს ლექსებს ნისიად

და ზოგი ჰყიდის შაქრის პარკებად.


ბედი-ღარიბი ჩვენი ხვედრია,

ბევრჯელ ქოხიც კი არ გვეგულება,

და იმას როგორ დაგვაყვედრიან,

რომ პოეზია დაგვაქვს გულებად.


მე გულახდილი მაინც ვიქნები,

ვინ არ პოეტობს ეხლა მითხარი?..

ამ აბედივით გამშრალ წიგნებით

ლამის თვალები გამოვითხარე.


ამდენ ცოდვილებს რით მოვუაროთ,

ძმაო, წაიღეს სმენა ტრაბახით.

უნდა შაირებს ვუთხრა უარი

და კიტრი ვყიდო თავზე თაბახით.


და თუ ვიგრძენი სიტყვა ძალიან,

ან თუ ავენთე ლექსის ხსენებით,

ეს, გალაკტიონ, შენი ბრალია,

და შენი გიჟი „ლურჯა ცხენების“.


და როცა ღამეს მხრებზე ისხამენ

მთაწმინდის გასწვრივ მწვანე სერები,

მე მელოდება დილა სისხამი, -

შენი ლოცვებით და სიმღერებით...


ჩვენ არიფებში უნდა გვერიოს

შენი სახელი შეუწყვეტავი...

ნეტავ ეგ მადლი არ დაგელიოს,

და დიდხანს გვყვანდე, ძმაო, ნეტავი!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ილო მოსაშვილი  • • •   ილო მოსაშვილის პოეზია

მსგავსი თემები