კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

მთარგმნელი: სავლე აბულაძე

 

ჩემი დღეები დაყოვნებით მიმართება

და დამჭკნარ გულში თითეული წუთი ამრავლებს

უსიხარულო სიყვარულის ყველა ვაებას

და უმძიმესი გაშმაგების მთელ სივალალეს.


მაგრამ მე ვდუმვარ; არ გაისმის ჩემი ბუზღუნი;

მე ცრემლებს ვაფრქვევ; ცრემლებია ჩემი ნუგეში;

ჩემი სულია დღეს კაეშნით შემოზღუდული

და მწარე სიტკბოს ეწაფება მის ბნელ უბეში...


ო, გაქრი, არ გდევ სიცოცხლისა ფუჭო ზმანებავ,

ფუჭო ჩვენებავ, წყვდიადშივე იქმენ ჩანთქმული,

ჩემთვის ძვირად ღირს სიყვარულის ჩემი წამება,

და, დაე, მოვკვდე, მაგრამ მოვკვდე კვლავ მოყვარული!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ალექსანდრე პუშკინი  • • •   ალექსანდრე პუშკინის პოეზია

მსგავსი თემები