კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ხმამ იდუმალმა მამცნო, რომ სევდა

და მწუხარება წარმავალია,

არრა დარჩება სამარადისოდ,

რადგან ყოველი წარმავალია.


რადგან ყოველი, ქვეყნად რაც არი,

იწვის და რჩება მხოლოდ ნაცარი.

და სხვა ნუგეში ქვეყნად არც არი,

რადგან ყოველი წარმავალია.


საწუთროს ბჭესთან დგას კარის მცველი,

ხელთ უმოწყალო უპყრია ცელი,

ყოველ ჩვენთაგანს ის ცელი ელის.

რადგან ყოველი წარმავალია.


ცრემლთა მდინარის სველი ნაპირი

და სიხარული სევდით ნაფერი,

აღარ დარჩება აღარაფერი,

რადგან ყოველი წარმავალია.


ოქროს სახვეჭად გმინვა და ოხვრა

არ ღირს წვალებად და წელში მოხრად,

ავლა-დიდება დარჩება ოხრად,

რადგან ყოველი წარმავალია.


ჭეშმარიტებას ახადე ფარდა,

ნახე წარწერა იდუმალ აკრთა:

კეთილშობილურ საქმეთა გარდა

ქვეყნად ყოველი წარმავალია


ჰაფეზ, ავდარი კვალდაკვალ გდევდა,

ოცნების აფრებს გრიგალი ხევდა,

მაგრამ გაივლის ეგ შენი სევდა,

რადგან ყოველი წარმავალია!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჰაფეზი  • • •   ჰაფეზის პოეზია

მსგავსი თემები