მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
ღვინო დამისხი - მერიქიფევ! - სიცოცხლის შვება... ჩემს ლაღ სიყვარულს დღეს მსახვრალი ეწვია ნება.
ალბათ, ეს არის გულში სისხლად მჩქეფარე ვნება.
ჟღარუნი მამცნობს, განშორების ჟამი რომ დგება.
ბრძანა მოძღვარმა, ვისი სიტყვაც სარწმუნო ხდება.
ამას ნაპირზე მშვიდად მყოფი ვერასდროს ხვდება.
როგორ დავმალო?! ამას ყველა მეჭორე ყვება.
გადაივიწყე წუთისოფლის დარდი და სნება. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |