მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
ნეტავი იმ დღეს, ნეტავი იმ დღეს, როცა მალულად მომაპყარ თვალი და როცა მივხვდი - მალული მზერა მალული ტრფობის რომ იყო ბრალი.
და რომ მარტონი დავრჩით მე და შენ და არ გვახსოვდა ლოცვა და ვალი.
და მე, უმწეო ფარვანის მსგავსად, მწვავდა ხან ტრფობის, ხან ცეცხლის ალი.
და შენ ღიმილით ისე ხიბლავდი, გეგონებოდა უგონოდ მთვრალი.
და ერთმანეთთან რომ ვაჩურჩულეთ იქ ჩემი ბაგე და შენი ლალი.
მე ამ მეჩეთში რისთვის მოვედი?! - აქ საძებარი გამიხდა წყალი.
და სიყვარულის სავედრებელსაც მასში ხედავდა კაცი და ქალი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |