მთარგმნელი: ამბაკო ჭელიძე
მოიტა ღვინო! რაც კი მომივა, მე ისევ უნდა მან მომირჩინოს, ღვინით დალეულს თუ რამე სტკივა, წამსვე მორჩება, თუ დალევს ღვინოს.
მშვენიერ ვაზის ტკბილი ნაყოფი და ლამაზ ქალთა თვალის თამაში.
მეც მათ მახეში ბევრჯერ გავები, არც არის რამე სხვა საშუალება.
ათასი ლოცვით და სინანულით, ვერაფერს გახდა ცხოვრება ურჩი.
ვისაც იგი არ გამოუცდია, შეუნდოს ღმერთმა დანაშაული.
შემდეგ ამ ტკბილი ნეტარებისა ტანჯვა გულს აღარ გაუნელდება.
შენ მხოლოდ იმის გულს გაახარებ, ვინც ნახა ქვეყნის ტანჯვა, სიამე. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |