მთარგმნელი: ამბაკო ჭელიძე
თუ მნახოთ მწარედ დაღონებული, თუ უნუგეშოდ მიცემდეს გული, ჩემი სხეულის ხორცი და ძვალი, თუ იყოს სრულად მოდუნებული, ნუ მომაკარებთ ექიმის წამლებს, არ მიყვარს მე ის შეჩვენებული!.. მომეცით ღვინო, თარი, ჩონგური, ხმატკბილი საზი და ჭიანური. თუ ამის შემდეგ მე არ მოვრჩები, მიშოვნეთ სადმე ლალის ტუჩები და თუ ამანც ვეღარ მიშველა, თქვით, რომ ჰაფეზი გარდაიცვალა!... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |