კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

მთარგმნელი: მაგალი თოდუა

 

ბაღში ვიყავ, ვხარობდი ყვავილების კრეფითა,

მომეგება ბულბული გალობით და ყეფითა.


მოთქვამდა და ტიროდა, ვით მიჯნურთა წესია.

(ვინ ყოფილა მიჯნური და ვის არ უკვნესია).


და დავფიქრდი შემყურე ბულბულის და ვარდისა.

ვთქვი: სიტურფე ძირია წუხილის და დარდისა.


თორემ ტრფობა ბულბულმა რად დაიჭდო დაღადა,

იგი კვნესის, ვარდი კი ინაზება ლაღადა.


უბედურმა ბულბულმა ვარდს დაუწყო მდურება.

ვერ შევძელი გულგრილად მისი ცოდვის ყურება.


ბაღში ბევრი ვარდია კაცის გულის დამწველად,

მაგრამ ვარდი ვინ კრიფა ხელის გაუკაწვრელად.


ჰაფეზ, მაცდურ საწუთროს ნუ მიანდობ იმედებს,

ყოველგვარი ძაგება მისთვის გამოიმეტე!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჰაფეზი  • • •   ჰაფეზის პოეზია

მსგავსი თემები