მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
შენზე ფიქრებმა გამაწამეს მე დღე და ღამე, შენს ფერხთით ვარ და გასმენ "ვამეს" მე დღე და ღამე.
და ვეღარ ვარჩევ დღეს და ღამეს მე დღე და ღამე.
აღარ ვინატრებ ქვეყნად რამეს მე დღე და ღამე.
არყოფნად ვაქცევ ყოფნის წამებს მე დღე და ღამე.
თვით გამაბეს და გამაბამეს მე დღე და ღამე
კვლავაც მივაწვდენ ცის სამანებს მე დღე და ღამე.
თვალთა ღრუბელი ცრემლს დამადენს მე დღე და ღამე. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |