მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
მე ერთი კოცნა შეგთხოვე და შენ ექვსით დამხვდი, შეგირდი გერქვა, დღეს კი თურმე ოსტატი გახდი; ყველა სიკეთე-სიქველეში გვერდით რომ გვახლდი, შენი სილაღით ათასობით გულში ჩასახლდი.
დღეს კი ამქვეყნად თითქოს ყველა ბედნიერია, აფსუს, რომ უფლის განჩინებით ამ ჩვენს დავთარში “გუშინ” სხვა გვერდზე, “დღეს” კი სულ სხვა გვერდზე წერია.
ან საროსი გაქვს მიმოხვრანი დასადაგენი; სადა აქვს საროს შენი მსგავსი ჰაეროვნება? ანდა შენსავით სად აქვს მთვარეს ლალის ბაგენი?
ჯამის ცეცხლიდან დანთებულმა ალმა ვიარო… ჭკვიან კაცს ვეძებ ამ ქალაქში, რომ დავათრო და ისიც გაგიჟდეს… განა ასე ცალმა ვიარო…
რას უზამს კაცთა მოდგმას წყლით და თიხით ანაგებს?! ადამიანის გულში ღმერთი ისე, ვით ზღვაა, რომლის ტალღები ცის თაღების ბრუნვას განაგებს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |