მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი
ჩვენ აივანზე ჟამი გვედგა მწველი, მე და შენ. ორი სხეული, სულით ერთი მთელი, მე და შენ.
როცა ბაღნარში მოვიღერეთ ყელი, მე და შენ.
ჩვენ, როგორც მთვარე თეთრ ღრუბლებში მვლელი, მე და შენ.
და დავუტევეთ მჭმუნვარება ძველი მე და შენ.
როს წამოვანთეთ ვნებით ღამე, ბნელი, მე და შენ.
და როცა გვწადდა სიახლოვე, მწველი, მე და შენ.
და გვაშორებდა ჩვენ მანძილი ვრცელი, მე და შენ. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |