მთარგმნელი ალექსანდრე ელერდაშვილი
ამ უსალბუნო სევდის ზღვარი რომელი არის? ამ უზღუდო გზის მეგობარი რომელი არის? ეს გონია თუ გაოგნება?! - რა არის, ღმერთო? ეს სულია თუ სატრფო არის? - რომელი არის? ეს მარადმნათი ჩირაღდანი სამყაროისა თუ არც უღვთოა, არც ღვთის გვარის... რომელი არის? ეს უნაპირო ზღვა სავსეა მარგალიტებით და ადამის ძის ლალ-გოვარი რომელი არის? გონებას ვიმღვრევ მე ფიქრებით, მაგრამ არ ვიცი, ეს გზა სწორია თუა მცდარი.... რომელი არის? ჩემს სიტყვებს ყიბლა თუ არა აქვს, ის მაინც მითხარ - დადუმებული საუბარი რომელი არის? |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |