კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

კვლავ მასხდებიან მკერდზე მერცხლები,

კვლავ მერგო ზეცის ლურჯი ნაჭერი -

სევდის გადია, სიზმრის შემცვლელი,

ფიქრის გამჩენი და გადამრჩენი.


მაგრამ კვლავ მმართებს, რაც კი მემართა

მტრისა და მოყვრის, საქმის და სიტყვის.

რაც თვალს დააკლდა - სულს შეემატა,

სხვა არაფერი შეცვლილა თითქმის.


და კვლავ ბზინავენ წითლად ვარდები,

სიკვდილ-სიცოცხლის ღრიალებს ბუკი...

და შენც ჩემს გულში კვლავ იბადები,

ვით ხმა - დუმილში და ბნელში - შუქი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭილაძე  • • •   ოთარ ჭილაძის პოეზია

მსგავსი თემები