კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი

 

მისი მონა ვარ, ვისაც ძალუძს გულთა მონება, 

ან ვისაც სატრფომ დაუბნია ჭკუა-გონება.

თუ არც შენ გიყვარს არავინ და არც ვის უყვარხარ,

მაშინ ამქვეყნად უკვე აღარც დაგედგომება.


* * * * *


სიცოცხლეს მიჯობს, სიყვარულის დამეცეს მეხი,

მეფობას მიჯობს, შენს წინაშე მოვდრიკო კეხი.

ძნელი არ არის შენს ფეხთა ქვეშ მტვრად გადაქცევა,

მაგრამ ვაითუ ამარიდო ლამაზი ფეხი.


* * * * *


განა ყოველი, ვის გულშიაც ბუდობს ტკვილი,

გუმბათს, ზეცისას, აზანზარებს მოთქმა-კივილით.

რამდენის გულში ყრუდ ინთქმება მეხი და გრგვინვა,

ხოლო ბაგეზე ელვასავით უკრთით ტკივილი.


* * * * *


ზურგს უკან ჩემზედ აუგს თხზავენ მდაბლად მხედები,

სიმართლის წერით ბრიყვებს, ალბათ, ფეხქვეშ ვედები,

თუ მტერს არ უნდა, ტკბილი სიტყვით მოყვრად მიგიღოს,

იცი, რას გეტყვი? - თქვას, რაც უნდა… ნუ აღელდები.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - საადი  • • •   საადის პოეზია

მსგავსი თემები