თუ ქარიშხალს წესადა აქვს მარად მტრობდეს კაცთა სამყოფს, რატომ ერჩის ასე ხშირად ჯერ უმწიფარს ნეტავ ნაყოფს?!
ნეტავ მისმა შემოქმედმა სხვა ვერ შექმნა უკეთესი?!
ან რას მართავს და რას ხლართავს მთელი მისი სამართალი?!
და არ რჩება არაფერი, ეჭვისა და ფიქრის გარდა.
სიცოცხლეს რომ დავასრულებთ, თუნდ გაწელილს უთავბოლოდ.
ეგებ ჩასწვდეს საიდუმლოს საუკუნო განსვენება?!
სადაც აღარც ტკივილია, აღარც წვა და აღარც ალვა.
იქცევა და მოაგელვებს დროს უდროო საუკუნედ.
უსამართლოდ მოგექცევა, თუ სამართალს მისგან ელი.
რაგინდ გული უძგერდეს და სულით თავი გაიხასოს…
მდუმარების ტყვეობაში შენს გონებას უკარნახო,
და მისდიო ცისქვეშეთის განჩინებას სიბრძნისეულს:
რომ სიკეთე დათესო და სიკეთითვე დაიღამო. |