მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
მისრეთში კაცი ცხოვრობდა ღარიბი, მაგრამ კეთილი, სულ ჩუმად იჯდა, შეუცნობ დუმილში გამოკეტილი;
და, ვით ფარვანა სანთელში, სინათლეს ყველა ხედავდა.
და დაიჩივლა: "ამდენი დუმილი განა იქნება?!
ჩუმად მყოფს ვინ მიმიხვდება, რომ მე ჭკვიანი კაცი ვარ?!"
დაფრთხა და ყველამ გაიგო, იგი როგორი შტერია.
წავიდა... ერთი მეჩეთის თაღს წააწერა სიტყვები:
ვიტყოდი - სჯობდა დუმილი კვლავ დიდხანს შემომენახა...
სხვას რა მოვთხოვო, როდესაც ჩემს თავს თავად ვერ გავუგე".
სიბრიყვეს ვერ დამალავს და სჯობს სადმე გადაიკარგოს.
ბრიყვისთვის არის საშველი - მალავს მის ბრიყვულ ხასიათს.
თუ უგნური ხარ, დადუმდი! - ის შერცხვა, ვინც არ დადუმდა...
აცალე, გულმა განსაჯოს, სათქმელს რამდენ ხანს დამალავს.
ვერ დააბრუნებ, გინდ სდიო, გინდა დაუწყო თვალთვალი;
ვიდრე მას დანა არ მისწვდა და თავი არ წააცალა.
თუმცა ბევრ ჩვენგანს ზნითა და ჭკუით სჯობს უტყვი ცხოველი.
თუ ვერ თქვი, მაშინ დუმილი არის ოქრო და ქონება.
ის ბრიყვი თუთიყუშივით არასდროს ილაპარაკებს.
ყბედს კი ვირიც სჯობს თავისი პირუტყვობით და ვირობით. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |