მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
ჰეი, დიდო და მაღალო, დაბალს რომ ჩაგრავ სიმაღლით, ალბათ, გგონია, ქვეყანა შენთვის აშენდა სილაღით;
ისიც რომ ხელს გამოიღებს, შენ არ შეგარჩენს არაფერს...
მთა რომ დიდია, ის მხოლოდ ბევრი ქვაა და მტვერია.
მძვინვარე ლომსაც ან დაღრღნის, ანდა წამებით შეიკლავს.
მაგრამ თუ ერთად დაიწნა, გამოვა ჯაჭვზე მაგარი.
შენც ყველა გზაკვალს აგიბნევს ეს ბედისწერა მზაკვარი.
ხაზინა ჩალად არა ღირს, ხალხის ყოფა თუ დამძიმდა.
ამიტომ ბედი შენც მალე დაგცემს და დაგასნეულებს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |