არა, არ მინდა, რომ სხვებივით სიტყვებით ამიხსნა სიყვარული, უბრალოდ მინდა დამანახო სულში მოვარდნილი სიხარული.
სხვებივით ნუ მომიტან იის კონებს, თვალებში ვაჟკაცურად შემომხედე, ახალი გულის ძგერა გამაგონე.
ატირებული რომ დამამშვიდო, თუნდაც ნუ შეიმჩნევ ჩემზე წუხილს, უჩუმრად მიწილადე გულის სითბო.
საერთოდ ნუ იტყვი ნურცერთ სიტყვას, ოღონდ სიყვარული, აღმაფრენა, გულმა შეიგრძნოს და გრძნობით ითქვას.
და ნუ შემისრულებ ყველა სურვილს, ოღონდ ნუ დამინგრევ ცისფერ კოშკებს, ოღონდ ნუ მომიკლავ ჟინს და წყურვილს.
ნუ მკითხავ, სიზმრებით რათა ვცხოვრობ, ნუ მომთხოვ ოცნება დავივიწყო... თუ გინდა სულ ნუ მითანაგრძნობ.
ნუ მეტყვი, გიჟი ხარო, რომ გგონია - ერთ დღეს შეიძლება ჩიტად ვიქცე.
ოღონდ ნუ იქნები ძლიერ მკაცრი, თუ გინდა ნუ მეტყვი მიყვარხარო, ისე გამიფანტე ჩუმი დარდი...
სიტყვებით ამიხსნა სიყვარული, უბრალოდ მინდა დამანახო, სულში მოვარდნილი სიხარული. |