კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

რა უებარი ძალაა იგი

და რა უბრალო ნაბიჯით დადის

ნუგეშს არიგებს აქეთ და იქეთ,

და სითბო მისი ზეცამდე ადის.


განწირულებსაც სიცოცხლით ავსებს,

თუმცა არ სწყალობს გულქვა ძლიერებს,

ის ღვთის ნიჭია, ჩვენს სულს რომ ასე

ალამაზებს და ამშვენიერებს.


შემოდის სახლში კრძალვით და რიდით,

რომ ჭირნახულ კაცს მიესალამოს,

ტკივილს უყუჩებს და მერე მიდის,

და სხვაგან სხვა წყლულს ადებს მალამოს.


რომ იქაც გულის გააქროს სევდა,

დააშროს მდორე ცრემლების ღელე,

ის რა მადლია, თუკი ვერ ხედავს -

დახმარებისთვის გამოწვდილ ხელებს.


და ასე მუდამ ის არის ფარი -

ალალმართალი სიკეთით სავსე,

ის ყველგან ცოცხლობს, ის ყველგან არის,

ის ყველგან დადის ამ ქვეყანაზე!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იონა ვაკელი  • • •   იონა ვაკელის პოეზია

მსგავსი თემები