არაფერს არ გთხოვ ღირებულს ძვირად, ჩემო ძვირფასო, მხოლოდ მსურს გულით, ჩემს ახლოს იჯდე მდინარის პირად, როცა ის მოქუხს აქაფებული.
ვნება ფარულად გულს ახურებდეს, ასკილისა და მაყვლის რტოები თავზე მდუმარედ გადმოგვყურებდეს.
ჩვენს სულთან ერთად ჩყმად მღეროდეს, ვერ გაგვებედოს სათქმელი ჩვენი და თვალი მხოლოდ ცქერით ტკბებოდეს.
ერთი წუთითაც არა ქრებოდეს, არც არაფერი გვიშლიდეს ხელს და, არც არაფერი გვენანებოდეს! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |