კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ველს ნიავქარი დასთამაშებდა,

წყალში წნორების კრთოდნენ ფესვები,

ბაღში ვიჯექით და ჩვენს გარშემო

იდგა სურნელი ვაჟას ლექსების.


ბაღში ვიჯექით მე და მეცხვარე,

გული გრძნობათა სხივს მიჰყვებოდა.

ამღერებული ერთი მერცხალი

ბრძენ მინდიაზე ამბავს ჰყვებოდა.


ხან ცას გაჰკრავდა ცეცხლის ალმური,

ახველდებოდნენ მთები მაღალი

და ხან მღეროდა მზის სალამური

საამური და მარად ახალი.


წასძინებოდათ ირმებს ჭალაში

და მათ ყანწებზე შუქი დნებოდა,

ვაჟა-ფშაველას ლექსის ნანაში

მეც ირემივით ჩამძინებოდა.


შორს წასულიყო მთაში მეცხვარე,

თან გაჰყოლოდა ქარი სიცილით,

გაფრენილიყო ხიდან მერცხალიც

და ზედ ვარსკვლავებს ჰქონდათ ციმციმი.


ვაზებს სცვივოდათ ოქროს ყურძენი,

იყო სიმშვიდე ცისფერ მხარეში,

ტანზე მეხურა ვარდთა ფურცლები

და თავქვეშ მედო სიზმრის ბალიში.

მსგავსი თემები