კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ქვრივ ოთახებში მაშინებს ღამე მკვდარი სიჩუმის შავ გარინდებით.

უბედურება ტრიალებს სახლში და მემუქრება მხუთავ  ბინდებით,


უძილო ღამით, მარტოობაში ყურებთან უკრავს დაფ-დაირები…

მოდის ვიღაცა ორკუზიანი და წამჩურჩულებს: - „ გადაირევი“...


„გადაირევი“ - ყვირიან ხმები, და ამ ძახილში სული გადახმა.

მე გადავსწყვიტე ჭკუის საზღვარი, გადავიარე ჭკუას გადაღმა…


„მოკვდები ღამით - მეძახის ქარი - შეგხვდება ზარით შენ ხვალ ტაძარი“.

ბრმა ბედის ხელი მოსჩანს კედელზე და მაგონდება მე ვალტასარი.


აბორგებული გადავალ ქუჩად, რო გავიქარვო გულთა-ურვანი.

მე ისე ვსეტყვავ ფიქრთა წეროებს, ვით დამარცხებულ მტერს ყრუ-მურვანი…


შენაჩვენები დავდივარ ღამით. რისხვით მექადის ყრუსართულები.

„გადაირევი“ - სისინებს ქარი... „გადაირევი“ - სტვენს მავთულები.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკოლო მიწიშვილი  • • •   ნიკოლო მიწიშვილის პოეზია

მსგავსი თემები