კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

როცა დაწყევლილ ცოდვის ფრინველმა

ცეცხლის სვეტები გადმომაყარა

სულის ჭაობში გამოზრდილ გველმა

უბედურება შემომახარა.


აქედან - ჩემი ხმელი სხეული

ჯვარზე ჰკიდია თვალდახეული

ასე დამჩემდა უბედურება,

ჩემი ვარსკვლავი გახდა წყეული

და ჩემი ლექსი - ბედის მდურება.


მზე ჩემთვის სითბოს აღარ იმეტებს,

დაქცეულია ყველა ხიდები.

გამოვიტირებ ყველა იმედებს

და ეგვიპტეში გავიყიდები.


ნუ გაიხსენებთ ჩემს სახელს ავად:

ბედი დამეცა გლოვის ვარსკვლავად.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკოლო მიწიშვილი  • • •   ნიკოლო მიწიშვილის პოეზია

მსგავსი თემები