კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

სამყაროს ბოლოს მზე მოსჩანდა როგორც წერტილი, 

და მე მეგონა, ეს ქვეყანა იქ თავდებოდა, 

რათ სჩანდა ზეცა ღრუბლიანში გადაწეწილი, 

ან შეშლილ პოეტს ღვთისმშობელი რათ დაჰყვებოდა!


ვინც ლაჟვარდებში მუხლის ჩოქით გადაიპარა, 

ფრთხილად წამოდგა და გასწია, ვინ იცის, საით... 

ცის ბანს ბინდები ჭერეხივით რაზე ეყარა, 

ან დედამიწა რად ჩარბოდა მთებში მზესავით...


დასაბამიდან გზებს მოსდევდა გულდაწყვეტილი 

კაცი, რომელიც სინათლეშიც არ ინთებოდა... 

საწუთროს წვერზე მზე მოსჩანდა როგორც წერტილი 

და მე მეგონა, ეს ქვეყანა იქ თავდებოდა.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ნიკო სამადაშვილი  • • •   ნიკო სამადაშვილის პოეზია

მსგავსი თემები