ნინოწმინდა... პალატები მეფეთა... გალავანში - ჯამი აქაფებული, შენი სახე რისთვის შემომეფეთა, ხატი იყავ - ვეფხვი დაქალებული...
ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა, ცა-ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა, და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა...
ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა საქართველოს ლექსის მეხანძარენი ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!
სიყვარული ისე დამჯახებია! მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს და სიყვარულს ათაბაგის ქალისას;
წამწამები აქვს თავთუხის ყანისა... წინანდალის ვაზი აყვავებული, ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა,
დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული! ნინოწმინდა... ჩვენ როგორც ხაზარები... ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა,
ძმობამ, ცრემლმა, იმ პატარა იარამ! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი ლეონიძის პოეზია |