ზღვა ნაწვიმარზე ადრე მწუხრდება, მებადურებმა დასძრეს სანდლები. მთვარის ამოსვლა აფრებს უხდება, თითქო ანთია ზღვაზე სანთლები.
გულში ქარიშხლის მიპყრობს ეჭვები. ზღვა ცას, მოკენჭილს, დაედარება, და დაცურავენ ზღვაში კენჭები.
ზღვა დამშვიდდება ალიონამდი. დილით გააღებს თვალებს ბუნება და მზე შემოვა, როგორც ხომალდი.
ზღვის მოტანილი მლაშე სურნელი, თეთრი ღრუბელი ზღვაზე გალღვება, თვალწინ გაქრება თეთრი ღრუბელი.
შემიპყრობს დილით უცხო ზმანება, და ზღვა თათივით ტალღას მომადებს, თვინიერ სპილოს დაემგვანება. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |