სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდეს?.. ვინ არს რომე გულსა ტახტად, ოხრვას ხარკად არა გცემდეს? შენგან მეფე მონას ეყმოს, შენგან ბრძენი ხელად რებდეს, და ბულბულსა რად ეზრახვის, რომ შენგამო ვარდს შეჰყეფდეს!
სჯულსა შენსა ყველა ერჩის: ბერი, ერი, მეფე, ყმაცა; ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი, ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა, გულები გყავს ქვეშევრდომად, ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა.
თუ შენ ხარ ვნების მიზეზი, ლხენაც შენგან არ გვეძლევის? ნამდვილ კეთილ არს განცხრომა, იგი ნუმც-ოდეს გველევის, მაშა ცუდია, თუ მაში სიბნელეც არსით ერევის |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალექსანდრე ჭავჭავაძის პოეზია |