კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

თოვლში ნაკვალევი ვნახე დანალული; 

ცხენის კვალსა ჰგავდა, საკმაოდ ღრმა იყო; 

ზედ მხედარი მჯდარა, ცხენი კი ბრმა იყო; 

მხედარს რაღაც ჰქონდა გულში დამალული. 

ნეტავი რა ჰქონდა გულში დამალული 

მინდოდა გამეგო; 

ნაკვალევს გავყევი, გზად ფიქრი გამეგო: - 

ეგებ, მწყემსი იყო, მწყემსი ხარებისა 

და ხარები ჰყავდა ველად დალალული; 

ეგებ, მეკვლე იყო შობის, ხარებისა ... 

უფრო შორს წავედი ფიქრში დაღალული 

და მზის სამსხვერპლოსთან გაჰქრა დანალული.


კარებზე ნალი იყო დაკრული; 

კარებთან ცხენი იწვა დაკლული ... 

აი, რა ჰქონია თურმე განზრახული: - 

მალე მოიყვანე, მზეო, გაზაფხული.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მამუკა სალუქვაძე  • • •   მამუკა სალუქვაძის პოეზია

მსგავსი თემები