ისე ძალიან მიყვარხარ, ვერ გაგიმეტე ჩემთვის… გული შეასკდა ნიაღვარს, სულის კივილი შემშლის.
ნეტა ვინ არის ბოლო… კვირტმა მიწის ქვეშ იფეთქა, მე მელოდება მხოლოდ.
წამი არ კვდება წამში. ჯერ სისხლით ვწერდი, მოდიო, - მერე მე თვითონ წავშლი,
ჩემი სურვილი მეწვის, მაინც სხვა გზებით მივდივარ, ხიდია მხოლოდ ბეწვის.
წადი, რომ სადმე გნახო, შენი აჩრდილი მეხვეწა, რომ ისევ ხელი ვახლო.
არ გეკითხები სახელს, ეს მე მინდა და მიყვარხარ და ჩემი ხორციც ამხელს,
როცა ქვესკნელშიც გეძებ. გკარგავ… მოგიხმობ გიჟივით, გპოულობ… შენთან ვერ ვძლებ. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |