კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ისე მიყვარხარ, ვერ მოვიცილე 

შენზე ფიქრები ვერც ერთი წამით. 

ხანდახან მინდა ბოლო მოგიღო, 

რა დაშავდება მითხარი ამით.


არ გაპატიე ჩემი მონობა, 

დაბადებიდან ვიყავ აზატი. 

მეგონა მუდამ ვითამაშებდი, 

სულით ხორცამდე მხიბლავს აზარტი.


მეგონა მხოლოდ მე გამართობდა 

მაგ შენს თვალებზე ციმციმა ცრემლი. 

ვაი, რომ ჩემს თავს ვერ მოვერიე, 

შენთან შეხვედრას ვლოცავ და ვწყევლი.


გეფერები და შენში შევდივარ 

ჩემი არსებით, ჩემი ვნებებით, 

როცა მგონია მე გავიმარჯვე, 

თურმე ქედს გიხრი, თურმე გნებდები.


როცა არ მინდა შენზე ვიფიქრო, 

მარწუხებს მაჭერს შენი არსება 

და ყოველივე დედამიწაზე 

შენით იწყება, შენით მთავრდება.


სწორედ ამიტომ არ გაპატიე 

ეს სიყვარული, ღმერთების დარი, 

მონატრებისას, არ გაგიკვირდეს, 

თუკი გიჟივით გაგიღო კარი.


და მოკვდავთაგან, ყველაზე ძლიერ 

რადგან მიყვარხარ, რადგან გემონე, 

შენს სისხლს დავლევ და როგორც დრაკულა, 

შევუერთდები მხოლოდ დემონებს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნანა ცინცაძე  • • •   ნანა ცინცაძის პოეზია

მსგავსი თემები