გთხოვ, მაპატიო უცნაური ჩემი სიგიჟე, ჰო, ამ წერილის ადრესატი არის ცოდვები, დღეს ნაცრად ვაქცევ ნიღბებივით აკრულ იმიჯებს, ფიქრებში მაინც შენს სუნთქვასთან გადმოვცოცდები.
და დავიწყებდით მეათასედ ისევ თავიდან.. ღამეს მოუნდა წლების მტვერი შემომაყაროს და საჭორაოდ უკარება მზესთან წავიდა...
ზოგი დავხიე, ზოგი ალბათ მაინც გადარჩა, მეგონა ღამეს არავისთვის გავტეხდი ერთ დროს, იმ ძველ ვენებში ერთი წვეთი სისხლიც არ დარჩა.
შენი პორტრეტი ავაკარი დაორთქლილ სარკეს, უცებ მომინდა წავაწერო კედელს მიყვარხარ! შალმოხვეული უჯრა-უჯრა დავეძებ მარკერს.
რამ დაგაძინა თუ ეს ღამეც არის თვალღია, კარზე კაკუნი, ფეხშიშველი გავრბივარ „ჩემო“... ჩვენი დამტევი გალაქტიკის მთელი თაღია!
ძირს მოფენილი ნაწერებიც ვეღარ დავხიე, ბოლო სტრიქონსაც მივაწერ და დაგიბრუნდები, მე ეს ბოდვები სუროსავით შემოგახვიე! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |