უკვე თენდება... მერამდენე წერილს გიგზავნი. ცა აღარ მალავს ჩადრგადაცლილ ჭორფლიან სახეს. ჭიქა არაყი, სიგარეტი და შენ, მიზანი, რომელიც, ჯერაც გაუგზავნელ ამ ფურცლებს დახევს.
მსურს, უცნაური სიუჟეტით მალე დაგშორდე, ეს ნაწერებიც, ბინადარნი, ბიბლიურ ხეთა, მინდა, გაცვეთილ ტკივილების მოთქმას ახშობდეს.
და სასმელისგან თავბრუსხვევის ცეტი მეწყება. ახლა ჩემს სტუმარ აზაზელოს ისე ვაბოლებ, რომ გადამწვარი სიყვარული დაიმეწყრება.
რადგან იქ შენი ასტრალური სული ბინადრობს, გახსოვს?! წუხელის დაგვიძახა ღამის შარდენმა რომელიც უკვე, ჩვენს გარეშეც ჰგავდა მინათრობს.
წერილები კი, დასტა-დასტა ცვივა წაშლილი, გახსოვს?! ლიფტისას, არ ვაცდიდით დახურვას კარებს, და ჩაცმულებიც, შიშვლებს ვგავდით, გრძნობააშლილნი.
ახლა კი, წავალ! გრანელისგან ვისწავლი სიკვდილს, რომ ცეპეშივით შენი ცხელი სისხლით დავითვრე. უკვე დაღამდა, წავუკიდე ასანთი ფითილს, და უშენობის მერამდენე ღამე გავრითმე. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |