სიყვარულს ნურვინ იჩემებს, ნურც ვინ ხმამაღლა ყვირისა, გემო არავინ არ იცის იმის წვერის და ძირისა.
უმაგრესია რკინისა, სულელის გონზე მამყვანი, ამრევი ბრძენის ტვინისა.
ლხინზე შამცვლელი ჭირისა, უკვდავი, უბერებელი, წინამორბედი ჩვილისა.
შვილების, შვილთა შვილისა. თუ ვინმე ცნობასა ჩემობს, წამება არის ცილისა.
მტვრევა სჯობია ტინისა, იკვლიო, დღენი არ გეყოს, დრო აღარ დაგრჩეს ძილისა! |