იქ, იმერეთში ტყემლები ბოლავს, აქ კი წრიალებს ჩემი ოთახი. მე შევიშლები ამ მარტის ბოლოს, მე შევიშლები… ოღონდ ცოტახნით.
ეს გაუშლელი ფოთლის სინედლე, თქეში და თქეში კოკისპირული, სულის ვარვარი რომ გამინელდეს.
ყელზე დამადგა სიტყვა ფხიანი - მე სასულეში გადამცდა ლექსი მიშველეთ, სული მხდება ხრიალით.
გადავიტანო წუთი უკვდავი, იქნებ როგორმე ამოვიბღავლო ლექსი - ეს ჩემი სულთამხუთავი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |