გვარი - ხმალაღი, გვარი - ფრთიანი, მტრისთვის გაწნული მწარე სილაქი, გვარი - გზამკვლევი ადამიანის, გამონაშუქი ჯიშის, ჯილაგის.
და გალავანი სალოცავ ტაძრის, ამჯანყებელი სისხლის და ცრემლის, ამწონ-დამწონი ცოდვის და მადლის.
ვარსკვლავთა ხომლზე უფრო მრავალი, გვარი - სინათლე თვალის და გულის, მზე გორის ფხაზე ამომავალი.
შორით მოსული, შორს გამხედავი, ისარი მშვილდის, გოზაწითელის, ხეტარი ხმალის, გაუტეხავის.
კაცთა თანმდევი ძირისძირამდე, ალბათ, მაღალი უფლის ნობათი, სამუდამოდ რომ დაგვიბინადრეს.
ყრმანი წინაპრის კვალზე მოდიან, გერჩიოს შენი გინდ იყოს მდარე, ნათხოვარს მიწყივ შენი სჯობია. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |