ცის გახსნას დიდხანს ველოდი, ცის ნაცვლად მიწა იხსნება, მიახლოვდება დაისი, მზე შუბის ტარზე იხრება. კალამი წერით იღლება, ამაოდ სწუხან ლანდები, ცრემლიც ამაოდ იღვრება... სულეთის კარი იღება, მშვიდობით, უნდა ვიჩქარო, უფალს შევთხოვო მიღება! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |