კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ავდარში... დარში...

წვიმაში... ქარში...

მიწაში... ცაში...

კაცში და ქალში...

სისხლში და წყალში...

მსხალში და ვაშლში...

ცრემლი და თაფლში...

გულში და თვალში...

სულში და ხმაში...

ჩემში და სხვაში...

სხივილში... სხივში...

ვაიში... ვიშში...

გენში და ჯიშში...

მზეში და ჩრდილში...

სიხარულში და...

სიყვარულში და...

სიმღერაში... ცეკვაში...

დედო ზართა რეკვაში...

გადაკისკისებაში...

გადაკასკასებაში...

გადახითხითებაში...

გადახარხარებაში, -

ყველაფერში - სევდა!..

სევდა...

სევდა...

სევდა...

ყველაფერი სავსე არის სევდით!..

...ეს ყოფილა, ღმერთო, ჩემი სვე და...

ეს ყოფილა, ღმერთო, ჩემი ბედი!..

მსგავსი თემები