კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

როცა აპრილის სიმღერას ვწერდი,

მხარზე დამაჯდა ღუღუნა მტრედი.

ის მკარნახობდა სიმღერას თითქოს

მარცვალ და მარცვალ, სტრიქონ და სტრიქონ.

ირგვლივ ყინულის ლოდები გალღვა

და მივყვებოდი მთაწმინდას მაღლა.

გრძნობებს ვანდობდი სტროფებს უნაზესს,

სიტყვებს ვაწრთობდი გულის ქურაზე.

"როგორ მიყვარხარ", - იებს ვუმხელდი, -

ჩუმი ალერსით, მოყრილ მუხლებით.

თვალებში მენთო ყვავილი ნუშის,

ვით ათინათი შირაზის შუშის...

გულს ვერ იტევდა გაშლილი მკერდი, -

გამოღვიძების სიმღერას ვწერდი...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ომარ შამათავა  • • •   ომარ შამათავას პოეზია

მსგავსი თემები