მგელი ჰყოლია ტოტემად თურმე ჩემს გვარს, ჩემს მოდგმას, ჩემს ჯილაგობას; მომხდურს ხვდებიან ყველაზე უმალ, შეანანებდნენ გულვერაგობას. ახალშობილსაც ახვევდნენ მგლის ტყავს, მგელს უმღეროდა ჩონგურის ლარი, მგლის სითამამე მოსდევდა სიტყვას. მგლის თვალს ჰკიდებდნენ კარზე თილისმად, მგლის დღეს უქმობდნენ. გაშლიდნენ სუფრას, მგლური სჩვეოდათ ჭამაც, ღვინის სმაც. მგლის მუხლი ჰქონდათ, მგლის ჰქონდათ გულიც; მათ შთამომავალს და მათ ნაშიერს გაავებაღა შემომრჩა მგლური. ტყუის ერთანაც, ღმერთთანაც ტყუის, შევეფარები ჩემს ბუნაგს ვიწროს, ტყვიანაკრავი მგელივით ვყმუი. |