კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

პურს რომ იყიდის პატარა კაცი,

მოთეთრ-მორუხო პატარა ხმიადს,

შეუწითლდება ფერმკრთალი ღაწვი

და პური ფრთხილად შინისკენ მიაქვს.

მძიმე ნაბიჯით მიჰყვება ქუჩას

დარჩენილ ხურდას 

მათხოვარს აწვდის,

მერე ბალღივით შეატეხს ყუას

პურს - თავის მცირე არსობის ნაწილს...

მერე შედგება პატარა სახლთან,

ცოტაოდენ ხანს გასაღებს ეძებს,

თავს შეახსენებს უეცრად ასთმა

და ხელს ცახცახით მიიდებს მკერდზე...

ვიდრე დაღლილი სკამზე დაჯდება,

მას ერთი საქმე კვლავ რჩება კიდევ,

ხელის კანკალით მივა სარკმელთან

და პურის ნაფშვენს დაუყრის ჩიტებს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გივი ჭიჭინაძე  • • •   გივი ჭიჭინაძის პოეზია

მსგავსი თემები