მატყუარას, ფლიდს და ორპირს ნუ გაიხდი თანამგზავრად, თორემ ბოლოს დაინანებ და ჩაგყვება გულში ჯავრად.
გაცხრილე და თქვი შერჩევით, ამით ტყუილს განირიდებ და სიმართლეს შეეჩვევი!
თამამად თქვი: „მე ვიყავი!“ სხვას ნუ ერჩი... დამნაშავედ აღიარე შენი თავი!
ქედი არსად დაიხარო; ტყუილის თქმას გირჩევნია გულში ტყვია დაიხალო!
ჩემო ნორჩო მეგობარო, გთხოვ, მოხუცის დარიგება ანდერძივით მიიბარო! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |