1. ბულბული მოდის მწუხარებით, ცრემლის დენითა - ვეჭვობ, მებაღეს დაუტუქსავს ცეცხლმოდებითა: ბულბულო, გადი ამ ბაღიდამ შენის ნებითა, თორემ კრაზანა შენ დაგჩაგრავს ყოვლის გზებითა! 2. წადი, ბულბულო, შენ მებაღეს შეჰფიცე სჯული, კრაზანს ევედრე, მოგიტეოს დანაშაული; ნარგისთან კაცი გააგზავნე: სრულ ჰქნან აღთქმული, მებაღესთანაც დაგეხმაროს ვარდის ენითა. 3. ადექ, ბულბულო, ვარდის სიტყვით მებაღე ნახე - თუ წყრომით იყოს, თავი მოიკალ, კარს დაემარხე; ეგების ბაღში შეგიყვანოს, ნარგიზი ნახე: კოკობი ვარდი არ მიგიღებს თავის ნებითა! 4. სიკვდილო, მოდი, მიიბარე ბულბულის სული! მებაღემ დასწყლა და დაჰკოდა ბულბულის გული! მკვდარი ბესიკი, მოდი, მნახე, ჩამიდგი სული, თუ გინდ მიწასაც მიმაბარე მოყვრის ენითა! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |