გადმოვიარე ქედები, სალი კლდეები, ფრიალო. ნეტავი, უსასრულო გქნა წუთისოფელო, ტიალო. მთასა და ბარში ვიარო. სიამე უკვდავებისა მეც მინდა გავიზიარო. როგორც სიზმარი ღამისა, მალე იქცევა ლეგენდად ლაღი სიცოცხლე კაცისა. სუნთქვა ლამაზი ქალისა, მაყრული წეროების და მთებში ქუხილი ზვავისა. |