თარგმნა: გივი გეგეჭკორმა
სინდისის ქენჯნა რით ჩავიკლათ, რაა წამალი, რითი ვუშველოთ სინდისის წუხილს? ის ჩვენს სხეულზე ხარობს, როგორც ჭია სამარის და როგორც მატლი მომრევი მუხის. სინდისის ქენჯნა რით ჩავიკლათ, რაა წამალი?
ჩავაღრჩოთ მტერი, რომლის ისარიც გვკლავს ჭიანჭველის მოთმინებით უსასტიკესი და ხარბი არის, ვით კურტიზანი! რომელ ღვინოში? რომელ კუპრში, რომელ სითხეში?
გონებას, შიშით წამოჩოქებულს, ქვეშმოყოლილი, დაჭრილებში რომ ძლივსღა სუნთქავს და რომ თელავენ ცხენის ფლოქვები; უთხარ, ლამაზო ჯადოქარო! თუ იცი, უთხარ.
და დასტრიალებს სვავი ფრაშფრაშით. იმის იმედი უნდა ჰქონდეს-მეთქი, თუ არა. რომ მოისვენებს თავის საფლავში? სულთმობრძავს, მგელმა ვისაც თავს დაუარა!
როგორ გაგლიჯოს შუქმა წყვდიადი? კუპრივით სქელი, უცისკროა და უდაისო და არც ვარსკვლავთა კრთის მირიადი! ცა მოქუფრული შუქით როგორ უნდა გაივსოს?
ძლივს რომ ბჟუტავდა და სულს ღაფავდა? უმთვარო ღამე წამებულებს აწვება მძიმედ, როგორ მივიდნენ თავშესაფართან? ვინ გვიქრობს-მეთქი, ტავერნების ფანჯრებში იმედს!
ან ცოდვა მისთვის თუ შეგინდვია? რა შხამიანი ისრები აქვს თუ იცი, სინდისს ან როგორ ისვრის და რა მშვილი აქვს? თქვი, ჯადოქარო, დატანჯულხარ ტანჯული ძმისთვის?
შეუბრალებლად ეშვებს გაგვიყრის. როგორც ტერმიტი, ის დაგვიმხობს სულის მონუმენტს, დამხობას იწყებს იგი საძირკვლით. შეუნდობელი ცოდვა ჩვენს სულს ბოლოს მოუღებს!
სადაც ორკესტრი როცა გრგვინავდა, ვიღაც ფერია ჯოჯოხეთურ ზეცის თავანზე აგიზგიზებდა ცისკრის ჩირაღდანს; თუმც დავსწრებივარ მე ბანალურ თეატრს მრავალჯერ!
ძირს ანარცხებდა მუდამ სატანას; მაგრამ ჩემს სულში სხვა ლოჟა და სხვა პარტერია, არ ღვიძავს იმედს, თუნდაც პატარას, რომ ნახავს შუქის, ბურუსის და ოქროს ფერიას! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |