წვიმს. ქარია. ცივა ფერწასული მესსა მოღლილ ბაღთან მივა. და მარტო ვარ დღესაც.
მოლანდება ფარდის. ობოლ ვერხვებს ცივათ და სიფითრე დადის.
ცრემლიანი მინა და ოცნება მქრალი, დაკარგული წინად.
სინანულის ვარდად... ო, არ მინდა წვიმდეს ჩემი ფიქრის გარდა.
აგონია ზარის და მწუხარე დასთან ჩაფიქრდება ქარიც. სევდიან გეზი. მე კი ვნანობ უქმად შეწუხებულ დღეზე.
შენი ლანდი წავა, და ცისფერი ქალი გამოჩნდება შავად.
ფერწასული მესსა მოღლილ ბაღთთან მივა. და მარტო ვარ დღესაც. |